სულაკაურის-გამომცემლობის-სახელმძღვანელოები-მომავლის-განათლებისთვის-post

2019-2020 სასწავლო წელმა, კონკრეტულად, მეორე სემესტრმა, საგანმანათლებლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

საკლასო ოთახის გარეშე დარჩენილმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ციფრული ტექნოლოგიებისა და ახალი საკომუნიკაციო ენის ათვისება მეტ-ნაკლები წარმატებით, მაგრამ მაინც შეძლეს. ამ პროცესში კი სწავლა-სწავლების, სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსისა თუ პროფესიონალთა კადრების ძლიერი და სუსტი მხარეები უფრო თვალნათლივ დავინახეთ.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია დისტანციური თუ ჩვეულებრივი სწავლებისას სასკოლო სახელმძღვანელოები – მათი შინაარსი, სტრუქტურა. განსაკუთრებით კი საშინაო დავალებების, სავარჯიშოებისა თუ აქტივობების ფორმები.

მასწავლებლები დაგვეთანხმებიან, რომ გაცილებით გაუადვილდათ იმ სახელმძღვანელოებით სარგებლობა, რომლებიც მოიცავდა კომპლექსურ დავალებებთან მიახლოებულ სავარჯიშოებსა თუ აქტივობებს და მათი შესრულება მოსწავლეებისგან მოითხოვდა სხვადასხვა დამხმარე რესურსის (ბეჭდური, ონლაინ, ვიდეო…) გამოყენებას.

„სულაკაურის გამომცემლობის“ სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოები აქამდეც აერთიანებდა კომპლექსური ტიპის დავალებებს. დისტანციური სწავლებისას ამან მასწავლებლებს ნამდვილად დიდი დახმარება გაუწია: მათ ამ წიგნებიდან თუ რვეულებიდან საშინაო დავალებების განსაზღვრა და დაგეგმვა არ გასჭირვებიათ.

„სულაკაურის გამომცემლობა“ და მისი სახელმძღვანელოების ავტორები ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობითა და „ახალი სკოლის“ მოდელის გათვალიწინებით მე-8 კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებსა და მასწავლებლის წიგნებში სხვა მრავალ საინტერესო საკითხთან ერთად დიდ ადგილს უთმობენ სწორედ კომპლექსურ დავალებებს; მათ დეტალურ აღწერას, მეთოდიკას, საჭირო რესურსების ჩამონათვალს და ა.შ.

„სულაკაურის გამომცემლობა“ წელს სკოლებს სთავაზობს მე-8 კლასის ხელოვნების, მათემატიკის, ინგლისურისა და გერმანულის, ასევე ქართულის, როგორც მეორე ენის მე-5-მე-6 კლასების სახელმძღვანელოებს. გამომცემლობის მიერ მომზადებულმა სასწავლო რესურსებმა განათლების ექსპერტთა განსაკუთრებული მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა, რაც საგამომცემლო გუნდისა და ავტორების გამოცდილების ერთგულების შედეგია.

წლევანდელ გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე ავტორები საუბრობენ:

ხელოვნება მე-8 კლასი

სოფიო ქებურია – ხელოვნების სახელმძღვანელოს ავტორი:

– შარშანდელი სახელმძღვანელო, ძირითადად, ძველ და ანტიკურ სამყაროს მოიცავს. წელს, მე-8 კლასში, გავაგრძელეთ ქრონოლოგიური ბმა და აქცენტი გავაკეთეთ შუა საუკუნეებსა და აღორძინების ეპოქაზე. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ბიზანტიით, რომანულით, გოთიკით ან რენესანსით შემოვიფარგლეთ. ვეხებით ბაროკოსაც, კლასიციზმსაც, რეალიზმსაც, თანამედროვეობასაც, ვსაუბრობთ აღმოსავლურ ხელოვნებაზეც, მაგრამ უფრო ღრმად აქცენტს შუა საუკუნეებზე და აღორძინების ეპოქაზე ვაკეთებთ. შესაბამისად, გაისად, მე-9 კლასის სახელმძღვანელოში შემოგთავაზებთ მომდევნო ეპოქებს.

ჩვენს სახელმძღვანელოში ეროვნული სტანდარტით გათვალისწინებული სამი თემატური ბლოკია.

  1. საზოგადოება და ხელოვნება;
  2. ადამიანი ხელოვნებაში და
  3. გარემო და ხელოვნება.

ჩვენი მიზანია არა რაღაც ცნებებისა და ფაქტების დამახსოვრება, არამედ იმის გაცნობიერება, რომ ხელოვნება ჩვენი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვაჩვენებთ, როგორი მძლავრი იარაღია ხელოვნება ადამიანის ცნობიერებაზე ზემოქმედებისთვის და საუკუნეების განმავლობაში როგორ ცდილობს ხელოვანი, შეიცნოს სამყარო და საკუთარი თავი, გათავისუფლდეს დოგმებისგან და გახდეს დამოუკიდებელი, გამოხატოს ის, რაც მას აღელვებს. ეს შემოქმედებითი თავისუფლება ბავშვმაც უნდა განიცადოს.

ყველა თემას ახლავს ისტორიის იმ საკვანძო მომენტების მოკლე მიმოხილვა, რომლებიც განაპირობებენ ხელოვნებაში რადიკალურ ცვლილებებს, რაც დაანახვებს ბავშვებს, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება, თუ როგორ არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან ქვეყნები და ეპოქები, ძველი და ახალი, წარსული და აწმყო და როგორ რეაგირებს ყველაფერ ამაზე ხელოვნება.

ნანა იოსელიანი – ხელოვნების სახელმძღვანელოს ავტორი:

– ჩვენ შევეცადეთ, გაგვეადვილებინა მასწავლებლისთვის გაკვეთილისთვის მომზადების პროცესი: მოსწავლის სახელმძღვანელოს ყოველი თავი მოიცავს თემასთან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციას – ტექსტი, ილუსტრაცია, საკვანძო და სააზროვნო შეკითხვები, დავალების აღწერები და ა.შ. ასევე, მითითებულია, თუ რა მკვიდრი წარმოდგენები უნდა ჩამოუყალიბდეთ მოსწავლეებს სამყაროზე, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება კონკრეტული ილუსტრაციების დათვალიერებისას.

დავალებების ერთ-ერთი საკვანძო ტიპია ხელოვნების ნიმუშების შედარება-ანალიზი. ამ დავალებებს ახლავს დამხმარე კითხვებისა თუ მინიშნებების სახით ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია, რომელიც ბავშვებს ასწავლის, თუ როგორ უნდა წაიკითხონ და აღწერონ ნაწარმოები, რას მიაქციონ ყურადღება, რა ნიშნებით ამოიცნონ ესა თუ ის ეპოქა თუ მიმდინარეობა. ეს დავალებები გამოადგება იმ მასწავლებლებსაც, რომლებიც გამოცდის ჩაბარებას გეგმავენ.

მასწავლებელს კი თავის წიგნში ყოველი გაკვეთილისთვის დახვდება ამომწურავი ინფორმაცია – საკვანძო შეკითხვები სწორი პასუხებით, ტექსტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, დამატებითი მასალის აქტიური ბმულები, მეთოდური მითითებები, დაწვრილებითი ინსტრუქციები აქტივობებისა და კომპლექსური პროექტებისთვის, შეფასების სქემები ყოველი კომპლექსური დავალებისთვის. ასე რომ, მასწავლებელს არ მოუწევს არანაირი დამატებითი რესურსის მოძიება.

უფრო დეტალურად სახელმძღვანელოს შესახებ ნახეთ ვიდეო:

საგნის მასწავლებლებთან ავტორებისა და გამომცემლობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება Zoom-ში,
26 ივნისს, 13:00 საათზე.

 

შეხვედრაზე დასასწრებად დააჭირეთ აქ.
Meeting ID: 895 0521 2782
Password: 769963

სახელმძღვანელოების სანიმუშო გვერდები შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ:

მათემატიკა მე-8 კლასი

ნანა ჯაფარიძე – მათემატიკის სახელმძღვანელოს ავტორი:

– ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლემ დააკავშიროს ძველი ცოდნა ახალთან და დინამიკურად გაიაზროს ახალი მასალა, ახალი ცოდნის მიღება ძველ ცოდნაზე დაყრდნობით შეძლოს. აქცენტი კეთდება გააზრებაზე და არა უბრალოდ დამახსოვრება-გაზეპირებაზე. ჩვენი სახელმძღვანელოც ამ პრინციპზეა აგებული.

ყოველი თავის ბოლოს მოცემულია ტესტი თვითშემოწმებისთვის. ყოველი თემის შემდეგაც გვაქვს საკონტროლო კითხვები და ტესტები, მოსწავლეს შეუძლია შეიმოწმოს ცოდნა ამ თემის ირგვლივ. ყოველი თავის ბოლოს კი მოცემულია თავის მოკლე მიმოხილვა – ესაა ამ თავში შესწავლილი ძირითადი ცნებები, თვისებები, დებულებები. სახელმძღვანელოში გვხვდება სხვადასხვა რუბრიკა, როგორებიცაა: „ამოცანა დამოუკიდებელი კვლევისთვის“, „მოიფიქრე“. პროექტი დამოუკიდებელი კვლევისთვის“ და სხვა, ასევე არასავალდებულო რუბრიკა „მათემატიკის მოყვარულთათვის“, რომელიც მათემატიკის მოყვარულ მოსწავლეებს მისცემს საკუთარი პოტენციალისა და ინტერესების რეალიზების საშუალებას. ახალი თემის შესწავლამდე, ძველი ცოდნის გააქტიურებაში დაეხმარება წიგნის დასაწყისში მოცემული „ტესტები გამეორებისათვის“, ან წინა პარაგრაფში, გამეორების რუბრიკაში მოცემული სავარჯიშოები.

ნანი წულაია – მათემატიკის სახელმძღვანელოს ავტორი:

– მასწავლებლის წიგნში ყველა გაკვეთილისთვის მასწავლებელს ეძლევა გარკვეული მითითება და ფაქტობრივად ყველა, შედარებით რთული ამოცანა გარჩეული და ამოხსნილია. წიგნის ბოლოს მოცემულია საკონტროლო სამუშაოები, რომლებიც მასწავლებელს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს. შედარებით დიდ თავზე ორი საკონტროლოა გათვლილი, პატარაზე კი- ერთი. მასწავლებლის წიგნში გვაქვს სიახლე – ესაა კომპლექსური დავალებები. ასევე მატრიცები, რომლებიც შექმნილია ყველა თავისთვის (ზოგიერთისთვის ორიც კი) და ეხმარება მასწავლებელს „ახალი სკოლის“ მოდელის გათავისებაში.

უფრო დეტალურად სახელმძღვანელოს შესახებ ნახეთ ვიდეო:

საგნის მასწავლებლებთან ავტორებისა და გამომცემლობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება Zoom-ში,
24 ივნისს, 15:00 საათზე.

შეხვედრაზე დასასწრებად დააჭირეთ აქ.
Meeting ID: 832 3632 3904
Password: 037284

სახელმძღვანელოების სანიმუშო გვერდები შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ:

ქართული, როგორც მეორე ენა 5-6 კლასები

გიორგი ჭაუჭიძე – ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოს ავტორი:

– ქართული ენის სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი, ალბათ, გადამწყვეტი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. ქართული ენის შესწავლის გარდა, წიგნი მრავალფეროვან ცოდნას აძლევს მოსწავლეებს. მინდა გამოვყო ჩვენი სახელმძღვანელოების რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი: თემატური მრავალფეროვნება, რომ შესაფერისი იყოს ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის. ჩვენს წიგნებში შესული სხვადასხვა მასალა შეეხება უმცირესობათა კულტურულ გარემოს და მათ თავისებურებებს, აგრეთვე გვაქვს თემები, როგორც ქართული, ასევე, მსოფლიო სხვადასხვა კულტურული რეალიიდან აღებული. აქ განხილულია თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი საკითხები ქართული, კავკასიური და უცხოური კულტურისა და ტრადიციების შესახებ, მოცემულია ცოტა რამ ისტორიაზე, კულინარიაზე, ბუნებისმეტყველებაზე, ასტრონომიასა და ენათმეცნიერებაზეც კი. სახელმძღვანელო ასწავლის მოსწავლეებს, რომ სხვადასხვა ეთნოსსა და ერს განსხვავებულთან ერთად უამრავი რამ აქვს საერთო და რომ საინტერესოა როგორც ეს მსგავსება, ისე განსხვავება. წიგნი რამდენიმე პატარა ნაწყვეტის საშუალებით გვაცნობს სხვადასხვა ქართველ თუ უცხოელ, კლასიკოს თუ თანამედროვე ავტორს.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს იმ ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც წარმოდგენილია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში. კერძოდ, წარმოდგენილი ტექსტების შინაარსი ხელს შეუწყობს მოსწავლის ჩამოყალიბებას ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად.

ნინო ჭანკვეტაძე – ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოს ავტორი:

– მოსწავლის რვეულში არის სავარჯიშოები:

  1. მოსასმენი და საკითხავი ტექსტის სელექციური და დეტალური გაგებისთვის;
  2. სავარჯიშოები გრამატიკასა და ლექსიკაზე სამუშაოდ;
  3. არის სატრანსფერო დავალებები წერის უნარის განსავითარებლად.

სავარჯიშოები მრავალფეროვანია, ღია და დახურული, ფაქტობრივი და სააზროვნო კითხვებით:

  1. ცხრილის შევსება;
  2. სიტყვებისა და ფრაზების დაკავშირება;
  3. გამოტოვებული ადგილებზე სიტყვების ჩასმა;
  4. ფრაზების ერთმანეთთან დაკავშირება;
  5. ლექსიკონის დახმარებით სიტყვების მნიშვნელობათა დაზუსტება;
  6. მოდელის/ნიმუშის მიხედვით ტექსტის შექმნა;
  7. წინადადებების შევსება, პოსტერის/ნახატის შექმნა;
  8. როლური თამაში;
  9. ვენის დიაგრამა;
  10. ლოგიკური და შემოქმედებითი სააზროვნო უნარების განვითარების ხელისშემწყობი აქტივობები;
  11. დისკუსიები კრიტიკული აზროვნებისთვის;
  12. თავისი ფანტაზიით ზღაპრის დაწერა;
  13. სწავლა თამაშით, სწავლა კეთებით.

ყველა მოსასმენი მასალა დაკავშირებულია თემებთან. არის როგორც სპეციალურად შექმნილი ჩანაწერები, ისე ავთენტური ვიდეოებიც. მოსასმენი მასალა, გარდა იმისა, რომ მოსმენის უნარის ავითარებს, ხშირად იმავე ლექსიკურ ერთეულებსა და გრამატიკულ კონსტრუქციებს შეიცავს, რომლებიც დამუშავებულია შესაბამისი თავის საკითხავ ტექსტში.

სასწავლო მიზნით წარმოდგენილი მასალა ემსახურება სტანდარტით გათვალისწინებული საკომუნიკაციო ამოცანების გადაჭრას. მოსწავლეს საშუალება ეძლევა მოსმენილი ტექსტის მიხედვით ამოიცნოს მოსაუბრეთა ურთიერთდამოკიდებულება.

უფრო დეტალურად სახელმძღვანელოს შესახებ ნახეთ ვიდეო:

საგნის მასწავლებლებთან ავტორებისა და გამომცემლობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება Zoom-ში,
25 ივნისს, 13:00 საათზე.

შეხვედრაზე დასასწრებად დააჭირეთ აქ.
Meeting ID: 843 0084 3180
Password: 896119

სახელმძღვანელოების სანიმუშო გვერდები შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ:

ქართული მეორე ენა 5

ქართული მეორე ენა 6

ინგლისური ენა

წელს საქართველოს მასშტაბით სკოლებს, კონკრეტულად კი მე-8 კლასებს, ასევე აქვთ საშუალება ისარგებლონ „სულაკაურის გამომცემლობის“ ინგლისური ენის – NEW BUILDING BRIDGES (NBB 8 ) (B1. – B2.)სახელმძღვანელოთი. რესურსი (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული) ზედმიწევნით ასახავს თანამედროვე ინგლისურ ენაში შესულ ცვლილებებს, მის ზოგად თავისებურებებსა და მათი სწავლების მეთოდებს; მოიცავს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პირველი უცხოური ენის რეცეფციული (კითხვა/მოსმენა) და პროდუციული (ლაპარაკი/წერა) უნარების 8 კლასისთვის განსაზღვრული სტანდარტის ყველა საჭირო კომპონენტს.

სერიის თითოეულ წიგნში წარმოდგენილი დამატებითი მასალიდან და მასწავლებლის წიგნებში მოცემული არჩევითი სავარჯიშოების სიუხვიდან გამომდინარე, NBB თავისუფლად შეიძლება გამოიყენონ არა მხოლოდ პირველი უცხოური ენის დადგენილი საათობრივი ბადით მომუშავე საჯარო სკოლებმა, არამედ ინგლისური ენის გაძლიერებულ რეჟიმში სწავლების მქონე სკოლებმა და ენების დამოუკიდებელმა ცენტრებმაც.

სახელმძღვანელოების სანიმუშო გვერდები შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ:

გერმანული ენა

სახელმძღვანელო Wir neu (A2.2.) განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც გერმანულს სწავლობენ, როგორც მეორე უცხოურ ენას. სახელმძღვანელო ითვალისწინებს ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილ ენის ნორმებს და ისეა აგებული, რომ მოსწავლემ კურსის გავლის შემდეგ შეძლოს გოეთეს ინსტიტუტის სასერტიფიკატო გამოცდისა (Fit in Deutsch 1) და ავსტრიული ენის დიპლომის (KID 1) წარმატებით ჩაბარება.

Tags: