აღწერა
ისტორია 12 მოსწავლის წიგნი-ს შინაარსი დაყოფილია თავებად და პარაგრაფებად.
ყველაზე მსხვილი სტრუქტურული ერთეული თავია. ყოველი თავი მოსწავლის წიგნში გამოყოფილია საგანგებოდ მისთვის შერჩეული ფერით.
შემდეგი სტრუქტურული ერთეულია პარაგრაფი. თითოეულ პარაგრაფში თავმოყრილი სასწავლო მასალა გათვლილია 1 ან 2 აკადემიურ საათზე.
პარაგრაფები, თავის მხრივ, დაყოფილია ქვეთავებად. ქვეთავით გამოყოფილია გაკვეთილის თემის მთავარი საკითხები.
თითოეული პარაგრაფი შედგება 7 სასწავლო ელემენტისგან. ესენია:
- ავტორისეული ტექსტი;
- წყარო;
- ეს საინტერესოა;
- ლექსიკონი;
- დავალება – როგორც საკლასო, ისე საშინაო;
- თვალსაჩინოება – სურათები, რუკები, სქემები.
- „დროის ხაზი“ (ძირითადი თარიღები), რომელიც მოსწავლეებს განვლილი გაკვეთილის მნიშვნელოვანი მოვლენების თარიღებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს და ხელს უწყობს მათ ორიენტირებას დროით სივრცეში.
ძირითადი სამუშაო ერთეული წყაროა. დავალებების უმეტესობა უშუალოდ წყაროების ანალიზზეა ორიენტირებული. სამუშაო ნაწილი შეიცავს აგრეთვე კომპლექსური ტიპის დავალებებს, რომელთა შესრულებაც მოითხოვს დანარჩენი სასწავლო ერთეულების (საავტორო ტექსტი, დამატებითი ცნობები, ლექსიკონი) დამუშავებასა თუ მოშველიებას. სასწავლო ელემენტი – ლექსიკონი შეიცავს როგორც უცხო სიტყვებისა თუ ცნებების განმარტებას, ისე ენციკლოპედიურ ცნობებს ამა თუ იმ საკითხის შესახებ.
ისტორია 12 მოსწავლის წიგნი-ს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სასწავლო კომპონენტია თვალსაჩინოებები (სურათები, რუკები, სქემები და სხვ.), რომელიც წყაროების კატეგორიას განეკუთვნება. შესაბამისად, დავალებები ორიენტირებულია, ერთი მხრივ, უშუალოდ მათ განხილვაზე, მეორე მხრივ კი, მათი გამოყენების აუცილებლობაზე კომპლექსური დავალებების შესასრულებლად.
ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ