ქართული ლიტერატურა 7

მოსწავლის წიგნი

14,00 . 12 თვე, 1 გადახდა

ავტორები: მ. მენაბდე, ე. ნიჟარაძე, ბ. სულაკაური, თ. ქიტოშვილი

წიგნის გადახედვა
Compare

აღწერა

ქართული ლიტერატურა 7 მოსწავლის წიგნი სტანდარტის შესაბამისად, სამი ნაწილისაგან, სამი თემატური ბლოკისაგან შედგება:

  • ადამიანი და სამყარო მის ირგვლივ
  • ძველად და ახლა
  • მარადიული ძიებები

ყოველ თავში მასალა (ტექსტები, თეორიული საკითხები) ამ თემატურ ერთეულთან შესაბამისადაა შერჩეული და დალაგებული.

ტექსტები ისეა შეკრებილი, რომ სრულად შეესაბამება თავებში მოცემულ თეორიულ საკითხებს.

ტექსტები ჟანრობრივად მრავალფეროვანია, რაც ხელს უწყობს მოსწავლეს, ამა თუ იმ თემის ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ტექსტს გაეცნოს და მისთვის რუტინად არ იქცეს სასწავლო პროცესი.

დიდტანიანი წიგნებიდან ფრაგმენტები ისეა შერჩეული, რომ მოზარდები დააინტერესოს და მათში ამ ნაწარმოებების წაკითხვის სურვილი აღძრას. კითხვების, სავარჯიშოებისა და დავალებების ბლოკი დაგეხმარებათ მოსწავლეები გაიყვანოთ ესგ-ით განსაზღვრული შედეგებზე და მიაღწიოთ სტანდარტით განსაზღვრულ თითოეულ მიზანს.

სულ ქართული ლიტერატურა 7 მოსწავლის წიგნი შეიცავს 40 ქართველი და უცხოელი ავტორის 50 სხვადასხვა ტექსტს.

სანამ დაიწყება, ყოველ ნაწილს ახლავს მცირე სარჩევი, სადაც, მასში შემავალი თავების სათაურებთან ერთად, მოთავსებულია იმ ავტორების ფოტოები, რომელთა ტექსტებიც შეტანილია შესაბამის თავში. თითოეულ ფოტოს მითითებული აქვს შესაბამისი გვერდი.

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

კლასი

VII კლასი

საგნები

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…