აღწერა
ლაირა და მისი დაიმონი, პანტელეიმონი, ოქსფორდში იორდან კოლეჯის სწავლულთა შორის უდარდელად და დაუდგრომლად ცხოვრობენ. თუმცა, მას დაბადებიდან სხვა რამ უწერია. მოტაცებული მეგობრის დასაბრუნებლად სახიფათო მოგზაურობას იწყებს ყინულოვანი ჩრდილოეთისკენ. ეს კი ენით აღუწერელ გავლენას ახდენს ყველაფერზე, რაც მის სამყაროს ბევრად ცდება.
არაერთი ჯილდოს მფლობელი, ბესტსელერი შედევრი, ყველა დროის ერთ-ერთი
საუკეთესო მთხრობელისაგან.