აღწერა
ქართული 3 ნაწილი 2 მოსწავლის წიგნი წარმოადგენს დაწყებით საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კარგად გააზრებულ კურსს.
მასალა წლების განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა ავტორთა მიერ.
მუშაობის პროცესში შესაძლებლობა გვქონდა, შეგვემოწმებინა ჩვენ მიერ შედგენილი გაკვეთილები საკლასო გარემოში, განსხვავებული უნარ-ჩვევების მქონე მოსწავლეებთან. შესაბამისად, აქტივობები შედგენილია საშუალო მონაცემებზე დაყრდნობით. მასწავლებელს ადვილად შეუძლია მოარგოს ისინი საკუთარ გარემოებებს, მოსწავლეთა შესაძლებლობებსა თუ სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.
ქართული 3 ნაწილი 2 მოსწავლის წიგნი მრავალფეროვანი თემებითა და აქტივობებით აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნის სწავლების სტანდარტის ყველა მოთხოვნას.
მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია, შევაყვაროთ ბავშვებს მშობლიური ენა, გავუღვივოთ ინტერესი გრამატიკისა და ლიტერატურისადმი, გავხადოთ შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილეები და ინიციატორები.
ამიტომ შევეცადეთ, მშობლიური ენისა და ლიტერატურის სამყარო წარმოგვეჩინა მოსწავლეებისთვის საინტერესო კუთხით და მიგვეწოდებინა მათთვის არა მხოლოდ კლასიკური, არამედ თანამედროვე ტექსტები.
ასევე მნიშვნელოვანი თეორიული მასალა, რომელიც გაუზრდიდა ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს საგნისადმი.
ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ