New Wave Book 2

სავარჯიშოების კრებული

1,50

New Wave არის ინგლისური ენის სახელმძღვანელო; იგი შედგება სამი სხვადასხვა დონის წიგნისაგან: Book 1-A2, Book 2-B1 და  Book 3-B2. თითოეულ წიგნს ახლავს სავარჯიშოების კრებული, ტესტები და ჩანაწერები. სახელმძღვანელოში უხვადაა საინტერესო ტექსტები და  პრაქტიკული სახის სავარჯიშოები და აქტივობები.

Compare
არტიკული: 9994062566-1 კატეგორია:

აღწერა

New Wave არის ინგლისური ენის სახელმძღვანელო; იგი შედგება სამი სხვადასხვა დონის წიგნისაგან: Book 1-A2, Book 2-B1 და  Book 3-B2. თითოეულ წიგნს ახლავს სავარჯიშოების კრებული, ტესტები და ჩანაწერები. სახელმძღვანელოში უხვადაა საინტერესო ტექსტები და  პრაქტიკული სახის სავარჯიშოები და აქტივობები. New Wave ბრიტანეთის საბჭოს პროექტია. იგი შეიქმნა ქართველი და ინგლისელი ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგად. მასში გათვალისწინებულია  ქართული რეალიები, ზომიერად არის გამოყენებული ქართული შესატყვისები. წიგნი სრულადაა მორგებული ინგლისური ენის ქართველი შემსწავლელის ინტერესებსა და თავისებურებებზე; ამ თვალსაზრისით New Wave სრულიად უნიკალური სახელმძღვანელოა. სხვადასხვა დონის მასალაზე მუშაობა დაეხმარება მათაც, ვისაც ინგლისურ ენაში საერთაშორისო გამოცდებისთვის (KET, PET, FCE, CAE, IELTS) მომზადება სურს.

წიგნის კონცეფციის ავტორი და რედაქტორია რუსუდან ტყემალაძე. მას ეკუთვნის წიგნის სტრუქტურული და  შინაარსობრივი ბადის იდეა.  რუსუდან ტყემალაძე არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი; იგი არის ინგლისურ ენაში საერთაშორისო გამოცდების გამსწორებელი და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) თანადამფუძნებელი. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; მიყავს მაგისტრატურის კურსი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნი შეიქმნა რუსუდან ტყემალაძის ბრიტანეთის საბჭოში მუშაობის პერიოდში, ინგლისელი ექსპერტის ბარი უოტსონის კონსულტაციების გათვალისწინებით.

დამატებითი ინფორმაცია

საგნები