უფასო!

ՄԱԹԵՄԱՏԻԿԱ 6 ՄԱՍ 2

Աշակերտի դասագիրք

ავტორები: მ. წილოსანი, ნ. ჯაფარიძე, ნ. წულაია

წიგნი დაეხმარება სომხურენოვან მოსწავლეს, მშობლიურ ენაზე შეისწავლოს ის თემები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით არის გათვალისწინებული. სახელმძღვანელოში ძალიან საინტერესოდ არის დალაგებული თემები, თარგმანი კი შესრულებულია მაღალ დონეზე და დამტკიცებულია ექსპერტების მიერ.

წიგნის გადახედვა
Compare

აღწერა

მათემატიკა 6 ნაწილი 2 მოსწავლის წიგნი მოიცავს პარაგრაფებს, რომლებსაც ახლავს „ტესტები თვითშემოწმებისათვის“ და დამატებითი სავარჯიშოები.

ისინი ერთი მხრივ, ემსახურება გავლილი მასალის გამყარებას და ღრმად გააზრებას, ხოლო – მეორე მხრივ, იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც მათ მოამზადებს მათემატიკის „სილამაზის“, ლოგიკისა და თანმიმდევრულობის აღსაქმელად.

არასტანდარტულად დასმული ამოცანა ან შეკითხვა მოსწავლის მხრიდან იწვევს ერთგვარ შიშს, თუ ის ამას მიჩვეული არ არის.

ამგვარი ამოცანების დაძლევა და სირთულეების გადალახვა მოსწავლეში ზრდის თავდაჯერებულობას, აცხოველებს ინტერესსა და მათემატიკის სიყვარულს.

ამის გათვალისწინებით, მე-6 კლასში მოსწავლის წიგნში შევიდა არასტანდარტული ამოცანები.

ეს ამოცანები ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესის გაღვიძებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, პრობლემებისადმი სხვადასხვა მიდგომას.

დამატებითი ინფორმაცია

კლასი

VI კლასი

საგნები

პაკეტი

3 თვე, 6 თვე, 12 თვე