აღწერა
იგავ-არაკები ოდესღაც ზეპირად გადაეცემოდა თაობებს. ამბობენ, რომ ეს იგავ-არაკები ერთმა კეთილმა კაცმა დაწერა.
მას ეზოპე ერქვა და ძველ საბერძნეთში დაახლოებით 2000 წლის წინ ცხოვრობდა.
ეზოპეს ცხოვრებიდან დღემდე წარმოუდგენლად დიდი დრო გავიდა. მისი მოთხრობილი ამბები კი, რომლებსაც იგავ-არაკები ჰქვია, დღესაც ცოცხალია.
იგავ-არაკი მცირე ზომის ზღაპარია. მას მორალი ახლავს და გვასწავლის, რა არის ცუდი და რა – კარგი, რა მოელის შურიან ან გაუმაძღარ ადამიანს, რა შეუძლია მეგობრობას, ერთგულებასა თუ მონდომებას… მიტომაც იგავ-არაკებს ბავშვები ნებისმიერ დროში დიდი მონდომებით კითხულობენ.
მარტივი ენით გადმოცემული იგავები თქვენს პატარებს სიკეთის, მეგობრობისა და სიბეჯითის ფასს ასწავლის.
ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ