ელისა და რარუს თავგადასავალი

6,20

ელისა და რარუს თავგადასავალი – ქართველი ბავშვების საყვარელი მეზღაპრის, გურამ პეტრიაშვილის  ორიგინალური შავ-თეთრი ილუსტრაციებით გაფორმებული  წიგნი პატარა გოგონასა და სპილოს მეგობრობაზე.

წიგნის გადახედვა
Compare

აღწერა

ელისა და რარუს თავგადასავალი – ქართველი ბავშვების საყვარელი მეზღაპრის, გურამ პეტრიაშვილის  ორიგინალური შავ-თეთრი ილუსტრაციებით გაფორმებული  წიგნი პატარა გოგონასა და სპილოს მეგობრობაზე.

ექვსი წლის გოგონა ელი დაუმეგობრდება ზოოპარკში მცხოვრებ სპილო რარუს და ხშირად მიდის ხოლმე მასთან სალაპარაკოდ.

ერთხელაც ბოროტი დი-დი (დირექტორების დირექტორი) გადაწყვეტს, სპილო რარუ მოხეტიალე სამხეცეს მიჰყიდოს.

ელი დარწმუნებულია, რომ რარუ სამხეცეში დაიღუპება და მას ზოოპარკიდან გააპარებს.

ელის ძმა, ბრუნო, მოინდომებს, მონაწილეობა მიიღოს მოტოციკლებით ხტომაში, რათა რარუს გამოსასყიდი ფული მოიგოს, თუმცა ჯერ მოტოციკლის ტარებაც კი არ იცის…

მოთხრობის კეთილ პერსონაჟებს უამრავი საოცარი თავგადასავალი გადახდებათ თავს, ბევრი ფათერაკი შეემთხვევათ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაინც აუსრულებენ ოცნებას რარუს: მას სამშობლოში, აფრიკაში, დედასთან გაამგზავრებენ.

 

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ