Showing 1–12 of 18 results

14 კრისტალის თეორია

9,00

ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად, უცნაურ ტყეში, სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს უგო – პატარა ბიჭი, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავენ. სასახლეში გამოკეტილი უგოს ერთადერთი იმედი ინგეა – კეთილი და მამაცი გოგონა, რომელიც არც კი იცნობს მას, მაგრამ ძალებს არ იშურებს მის დასახსნელად.

წიგნის გადახედვა

ავგუსტი და მე

9,00

„ავგუსტი და მე“ რ.ჯ. პალაციოს ბესტსელერის „საოცრების” გაგრძელებაა, უფრო სწორად, როგორც ავტორი ამბობს, არა გაგრძელება, არამედ დამატება. „საოცრება” ავგი პულმანის ისტორიაა, „ავგუსტი და მე“ კი სამი პერსონაჟის მიერ მოთხრობილი საკუთარი ამბავი.

წიგნის გადახედვა

ბალადა გატეხილ ცხვირზე

9,00

არნე სვინგენი თანამედროვე ნორვეგიელი მწერალია. ის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია და მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს ნორვეგიაში. ამ წიგნის დამსახურებით კი მწერალმა მრავალ ქვეყანაში გაითქვა სახელი.

წიგნის გადახედვა

დეტექტივი სკალდაგერი

10,40

თორმეტი წლის სტეფანის მოსაწყენი ცხოვრება მოუდლოდნელად თავდაყირა დგება, როცა ბიძამისი – მოულოდნელად გარდაიცვლილი მწერალი გორდონ ეჯლი გოგონას თავისი ქონების უდიდეს ნაწილს უტოვებს. მარგამ გოგონას მემკვიდრეობით მხოლოდ სიმდიდრე როდი ერგება – იგი ერთბაშად ამოყოფს თავს უჩვეულო, იდუმალებით მოცულ სამყაროში, რომელშიც ბნელი ჯადოქრული ძალები საუკუნეებია მსოფლიო ბატონობისთვის იბრძვიან, მათ შეჩერებას კი ჯიუტად ცდილობს დიდი ხნის წინ გარდაცვლილი და ჯადოსნობის დახმარებით ჩონჩხად აღმდგარი ჯადოსანი, დეტექტივი სკალდაგერი.

წიგნის გადახედვა

თევზი ხეზე

9,00

ელის კლასელების უმეტესობა არანორმალურს ეძახის და დასცინის. მასწავლებლებიც ვერ უგებენ, რის გამოც გოგონა ხშირად ხვდება დირექტორის კაბინეტში… თუმცა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ელის ვერაფრით გაუგია, როგორ კითხულობენ სხვები, როცა მისთვის ასოები პეპლებივით დაფრინავენ… ერთ დღესაც სკოლაში ახალი მასწავლებელი, მისტერ დენიელსი მოდის და ყველაფერი იცვლება.

წიგნის გადახედვა

მიწისქვეშელები: მრუდე ვერცხლი

10,40

აივისა და სების ცხოვრება მას მერე იცვლება, რაც ბებოს სახლში, სამზარეულოს კედელზე მათ თვალწინ ჯადოსნური ფრთა ავბედით წერილს ამოკაწრავს. მალე და-ძმა ლანდინორის უცნაურ სამყაროში აღმოჩნდება,

წიგნის გადახედვა

მიწისქვეშელები: ქვიშის საათი

10,40

აივისა და სების ჯადოსნური თავგადასავალი გრძელდება… ლანდინორში ისევ უცნაური ამბები ტრიალებს, მიწისქვეშელები საფრთხეში არიან… ავბედით ნიშანი ბავშვებს თითქოს ფეხდაფეხ დასდევს. აივი და სები კვლავ ბნელით მოცულ გამოძიებაში ერთვებიან და უჩვეულო, მაგრამ ერთგული მეგობრის, ველიანის დახმარებით ცდილობენ, კიდევ ერთხელ დაამარცხონ მრუმეები.

წიგნის გადახედვა

პაქსი

9,00

მელია მყავდა…
მყავს…
გავუშვით.
გზის პირას დავტოვეთ.
მამამ თქვა, ასე აჯობებსო,
მაგრამ არ უნდა დამეჯერებინა.
ნამდვილი მეგობრობის, ერთგულებისა და თავდადების  გულისამაჩუყებელი ამბავი.

წიგნის გადახედვა

პენდერუიკების ოჯახი

7,60

ზაფხული ხომ იმისთვისაა, რომ სადმე განსაკუთრებულ ადგილას წავიდეს ადამიანი? – ფიქრობენ დები პენდერუიკები და სიხარულს ვერ მალავენ, როცა მისტერ პენდერუიკი, მათი ბოტანიკოსი მამა, საზაფხულო აგარაკის პოვნასა და დაქირავებას მოახერხებს. პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე თორმეტი წლის როზალინდს, თერთმეტი წლის ანც სკაის, ათი წლის მომავალ მწერალ ჯეინს, ოთხი წლის მორცხვ ბეტის და მათ ძაღლს, ჰაუნდს, თავგადასავლებით აღსავსე აგვისტო ელით.

წიგნის გადახედვა

საოცრება

8,30

ეს არის წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები და აქ არიან გმირები, რომლებსაც პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ.

წიგნის გადახედვა

უიღბლო ამბების სერია: საზარელი სამხერხაო

6,90

დიდი იმედი მაქვს, ამ წიგნის წაკითხვა თავშესაქცე ვად არ განგიზრახავთ. და თუ ვცდები, გირჩევთ, მყისვე გაუშვათ მას ხელი, იმიტომ, რომ ყველა იმ წიგნიდან, რომლებიც ობოლ ბოდლერთა უიღბლო ცხოვრებას ეძღვნება, „საზარელი სამხერხაო“ ალ ბათ ყველაზე გულისმომკვლელი გამოვიდა: ვიოლეტ, კლაუს და სანი ბოდლერებს სამუშაოდ გაამწესებენ ქალაქ პოლტრივილის სამხერხაოში, სადაც მათ ყოველი მორისა და ფიცრის უკან უბედურება და განსაცდელი ელით.

წიგნის გადახედვა

უიღბლო ამბების სერია: ტერარიუმი

6,90

ძვირფასო მკითხველო, თუ ფიქრობთ, რომ ამ წიგნში სასიამოვნო ამბავს წაი­კითხავთ, ვშიშობ, არასწორი არჩევანი გა­ა­კე­თეთ. ამბავი შეიძლება თავიდან მხიარული გეჩ­ვე­ნოთ, რადგან პატარა ბოდლერები საინტერესო ქვეწარმავლებსა და მსუქანა ბიძასთან ერთად დროს არცთუ…

წიგნის გადახედვა