Showing 1–12 of 42 results
Generation „პ“
₾11,10თანამედროვე რუსი მწერლის, ვიქტორ პელევინის საკულტო რომანი „Generation „პ“ 1990-იანი წლების რუსეთზე, მის სოციალურ და პოლიტიკურ რეალიებზე მოგვითხრობს. ნაწარმოების მთავარი გმირი, ვავილენ ტატარსკი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც ავტორი „პეპსის თაობას“ უწოდებს.
წიგნის გადახედვა
Homo Faber
₾5,50შვეიცარიელი მწერლისა და დრამატურგის, მაქს ფრიშის ცნობილი და ერთ-ერთი საუკეთესო რომანი „Homo Faber“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ადამიანის ცხოვრებასა და ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებების, ადამიანის ადამიანური გრძნობებისა და განცდების, უფრო სწორად კი, მათთან გაუცხოების შესახებ მოგვითხრობს.
წიგნის გადახედვა
ამერიკელი ფსიქოპათი
₾16,70ამერიკელი მწერლის, ბრეტ ისტონ ელისის „ამერიკელი ფსიქოპათი“ ტრანსგრესიული რომანის ნიმუში და თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნაწარმოებმა ჯერ კიდევ გამოცემამდე გამოიწვია აჟიოტაჟი, როცა გამომცემლობა Simon & Schuster -მა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორს სერიულ მკვლელზე რომანის დაწერა თავად შეუკვეთა, „ამერიკელი ფსიქოპათის“ გამოცემაზე უარი თქვა, რადგან ქალთმოძულეობის გამავრცელებლად და, ამდენად, სახიფათოდ მიიჩნია.
წიგნის გადახედვა
ბანი მანროს აღსასრული
₾7,601989 წლის სადებიუტო „და იხილა ვირმა ანგელოზის“ შემდეგ, მეორე რომანი, „ბანი მანროს აღსასრული“ ქეივმა 2009 წელს გამოსცა, რომელიც მალევე ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე.
წიგნის გადახედვა
გახლეჩილი აპრილი
₾10,40რომან „გახლეჩილი აპრილის“ მთავარმა გმირმა, ალბანეთის მთიანეთის მკვიდრმა, 26 წლის ჯორჯ ბერიშამ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ადათების კოდექსის, „კანუნის“, უმკაცრესი წესების თანახმად მოკლული უფროსი ძმის სისხლი უნდა აიღოს – გზაზე ჩაუსაფრდეს მკვლელს და თოფი ესროლოს.
წიგნის გადახედვა
გოგონები
₾10,40ჩრდილოეთი კალიფორნია, მძვინვარე 1960-იანი წლების მიწურული. ზაფხული. მარტოსული და სევდიანი თინეიჯერი, ივი ბოიდი პარკში სუზანსა და სხვა გოგონებს ხვდება და მაშინვე მოინუსხება მათი თავისუფლებით, დაუდევრობით, გამბედაობით.
წიგნის გადახედვა
ვიტა
₾12,50ათასობით იტალიელს შორის, რომლებიც 1903 წელს ნიუ-იორკში ჩადიან უკეთესი მომავლის საძებრად, სამხრეთ იტალიის უღარიბესი სოფლიდან შიმშილს გამოქცეული ცხრა წლის ვიტა და თორმეტი წლის დიამანტე არიან. ძალადობა, ჩაგვრა, შიში, თავისა და ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობა ბავშვობას ართმევს მათ.
წიგნის გადახედვა
ვიქნები თუნდაც განტენბაინი
₾13,20„ვიქნები თუნდაც განტენბაინი“, რომელიც მაქს ფრიშმა 1964 წელს დაწერა, მწერლის შემოქმედებისა და ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია.
წიგნის გადახედვა
ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ
₾13,90მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ავსტრალიელ ჯარისკაცებს, იაპონიის მთავარსარდლობის ბრძანებით, ბირმასა და ტაილანდს შორის ჯუნგლებში რკინიგზა გაჰყავდათ, რომელიც ისტორიას „სიკვდილის გზის“ სახელით შემორჩა.
წიგნის გადახედვა
თევზის კონცერტი
₾10,40ლირიკული რომანი „თევზის კონცერტი“ (ისლანდიურ ორიგინალში „ბრეკუკოტის მატიანე“), რომელიც გამსჭვალულია ადამიანური ღირსებისა და სიკეთის რწმენით, ლაქსნესმა ნობელის პრემიით დაჯილდოების შემდეგ დაწერა.
წიგნის გადახედვა
თუ ზამთრის ღამით მოგზაური
₾9,70პოსტმოდერნული რომანი. ჰიპერრომანი. მეტარომანი. ათასნაირად მოინათლა კალვინოს ეს წიგნი გამოსვლისთანავე. მკითხველი მინიშნებას, დახმარებას, ინტერპრეტაციის გასაღებს, მწერლის განზრახვას ეძებს ამ წიგნში, გზას, რომელსაც დაადგება, ამბავს, რომელსაც დაამთავრებს.
წიგნის გადახედვა
იესოს სახარება
₾10,40„იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე.