Showing all 10 results

განუყრელი დანა

12,50

პრენტისტაუნი სხვა ქალაქებს არ ჰგავს. აქ ყველას ყოვლისმომცველი და გაუთავებელი ხმაურის სახით გამუდმებით ჩაესმის ერთმანეთის ფიქრები. და მაინც, ქალაქში, რომელშიც პირადული არაფერი არსებობს, ერთმა ბიჭუნამ, ტოდმა, რომელიც ჯერ ცამეტი წლისაც არაა, ისეთი საშინელი საიდუმლო შეიტყო, რომ იძულებულია, თავის გადასარჩენად იქაურობას გაეცალოს…

წიგნის გადახედვა

ერთი ჩვენგანი ტყუის

11,10

ბეივიუს სკოლის სადამსჯელო ოთახში უჩვეულო ხუთეული იყრის თავს: ბრონუინი „ტვინიკოსაა“ – საუკეთესო მოსწავლე, რომელიც არასდროს არღვევს წესებს; ედი  – სკოლის დედოფალი და ქარაფშუტად მიჩნეული ლამაზმანი; ნეითი – „კრიმინალი“ – საეჭვო საქმეებში შემჩნეული პრობაციონერი, კუპერი კი ბეისბოლის ამომავალი ვარსკვლავი და სკოლის საამაყო სპორტსმენი; ხოლო საიმონი „ყოვლისმცოდნე“, რომელმაც საგანგებო აპლიკაციაც კი შექმნა, ადგილობრივი ჭორები რომ გაევრცელებინა.

წიგნის გადახედვა

მზეც ხომ ვარსკვლავია

9,00

ნატაშას მხოლოდ მეცნიერებისა და ფაქტების სჯერა. ბედისწერა, იღბალი და მიუღწეველზე ოცნება მისთვის გაუგებარი რამაა; კიდევ უფრო წარმოუდგენელია თუნდაც სიმპათიური ბიჭის ერთი ნახვით შეყვარება – მით უმეტეს მაშინ, როცა თორმეტ საათში ნატაშას და მის ოჯახს ქვეყნიდან იამაიკაზე აძევებენ.

წიგნის გადახედვა

სასაფლაოს წიგნი

9,00

არავინ არავისია, რომელსაც მეგობრები ვინის ეძახიან, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია. კიდევ უფრო ჩვეულებრივი იქნებოდა, სასაფლაოზე რომ არ ცხოვრობდეს და მის აღზრდა-განათლებაზე მოჩვენებები არ ზრუნავდნენ. აბა რა უნდა ქნა, როცა ცოცხალთა სამყარო მოკვლით გემუქრება? არც სასაფლაოზეა ვინისთვის უცხო საფრთხე და თავგადასავლები, მაგრამ იქ არ უშვებენ კაცს, სახელად ჯეკს, რომელმაც ადრე ვინის მშობლები ამოხოცა.

წიგნის გადახედვა

ურჩხული გიხმობს

13,90

შუაღამის დადგომისთანავე ურჩხული იღვიძებს… ღამის სიჩუმეში გაცოცხლებული ხის ლანდი ავისმომასწავებელინაბიჯებით უახლოვდება სახლს… ის კონორთან მოდის.მაგრამ ყველაზე მძვინვარე მონსტრიც კი ვერ შეედრება იმ კოშმარს, ღამღამობით რომ ტანჯავს ბიჭს – წყვდიადით, ქარითა და კივილით მოცულ კოშმარს, საზარელი დასასრულით…

წიგნის გადახედვა

უჩვეულო დანა

11,10

ეს-ესაა, უილმა ადამიანი მოკლა და გაიქცა. გაქცევა მის სამყაროზე ბევრად შორს წაიყვანს – ქალაქისკენ, რომელიც ავის მომასწავებლად შფოთავს, და, გოგოსკენ, რომელსაც ლაირა ჰქვია. მათი ბედისწერა უცნაურადაა დაკავშირებული – ერთად უნდა იპოვონ ყველა სამყაროში არსებული უძლიერესი იარაღი…

წიგნის გადახედვა

ქარვის ჭოგრიტი

10,50

ლაირა და მისი დაიმონი, პანტელეიმონი, ოქსფორდში იორდან კოლეჯის სწავლულთა შორის უდარდელად და დაუდგრომლად ცხოვრობენ. თუმცა, მას დაბადებიდან სხვა რამ უწერია. მოტაცებული მეგობრის დასაბრუნებლად სახიფათო მოგზაურობას იწყებს ყინულოვანი ჩრდილოეთისკენ. ეს კი ენით აღუწერელ გავლენას ახდენს ყველაფერზე, რაც მის სამყაროს ბევრად ცდება.

წიგნის გადახედვა

ყველაფერი, ყველაფერი

9,00

მედლინ ვითიერს იშვიათი და უცნაური დაავადება აქვს და ამიტომ სახლიდან ფეხი არასდროს გაუდგამს. მის სტერილურ ოთახში ყველაფერი თეთრია წიგნის ყდების გარდა. რა ხდება მაშინ, როდესაც მეზობლად ახალი ოჯახი გადმოდის და მედლინის  ცხოვრებაში ჩნდება ოლი – ბიჭი, რომელიც ერთ ადგილას ვერასდროს ისვენებს?

წიგნის გადახედვა

ჩრდილოეთის ციალი

9,70

„ჩრდილოეთის ციალი“ „ოქროს კომპასის“ ტრილოგიის პირველი წიგნია. ლაირა და მისი დაიმონი, პანტელეიმონი, ოქსფორდში იორდან კოლეჯის  სწავლულთა შორის უდარდელად და დაუდგრომლად ცხოვრობენ. თუმცა, მას დაბადებიდან სხვა რამ უწერია. მოტაცებული მეგობრის დასაბრუნებლად სახიფათო მოგზაურობას იწყებს ყინულოვანი ჩრდილოეთისკენ.

წიგნის გადახედვა

წყალქვეშა ნავი

6,20

თხუთმეტი წლის ოლივერ ტეიტს ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი უდგას. ის დარწმუნებულია, რომ მამამისი დეპრესიაშია და დედა კაპოეირას მასწავლებელთან აბამს რომანს. ოლივერს მისია აქვს: მან მშობლების ქორწინება უნდა გადაარჩინოს. ამას ისიც ემატება, რომ ოლივერის ცხოვრებაში ჯორდანა ბივენი, პირომანიაკი შეყვარებული ჩნდება.

წიგნის გადახედვა