Showing 1–12 of 256 results
14 კრისტალის თეორია
₾9,00ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად, უცნაურ ტყეში, სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს უგო – პატარა ბიჭი, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავენ. სასახლეში გამოკეტილი უგოს ერთადერთი იმედი ინგეა – კეთილი და მამაცი გოგონა, რომელიც არც კი იცნობს მას, მაგრამ ძალებს არ იშურებს მის დასახსნელად.
წიგნის გადახედვა
Generation „პ“
₾11,10თანამედროვე რუსი მწერლის, ვიქტორ პელევინის საკულტო რომანი „Generation „პ“ 1990-იანი წლების რუსეთზე, მის სოციალურ და პოლიტიკურ რეალიებზე მოგვითხრობს. ნაწარმოების მთავარი გმირი, ვავილენ ტატარსკი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც ავტორი „პეპსის თაობას“ უწოდებს.
წიგნის გადახედვა
Homo Faber
₾5,50შვეიცარიელი მწერლისა და დრამატურგის, მაქს ფრიშის ცნობილი და ერთ-ერთი საუკეთესო რომანი „Homo Faber“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ადამიანის ცხოვრებასა და ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებების, ადამიანის ადამიანური გრძნობებისა და განცდების, უფრო სწორად კი, მათთან გაუცხოების შესახებ მოგვითხრობს.
წიგნის გადახედვა
Lilos Angeles
₾5,50გრიგოლი და მარიამი გურიის პატარა ქალაქში ცხოვრობენ 90-იან წლებში და ერთ დანგრეულ სკოლაში სწავლობენ. ირგვლივ გაჭირვება, სიკვდილი და უიმედობაა. გრიგოლს უყვარს აჭარიდან გადმოსახლებული მარიამი, და მარიამსაც უყვარს ბიჭი…
წიგნის გადახედვა
Maid in Tiflis
₾13,20აკა მორჩილაძის Maid in Tiflisi ამბებითა და თავგადასავლებით დახუნძლული რომანია. ავტორი ამჯერად ორი თბილისელი ბიჭის თბილისურ მეგობრობაზე მოგვითხრობს.
წიგნის გადახედვა
MOX
₾9,00MOX – ეს ვირტუალური რეალობაა. სამყარო, რომელიც დრო-სივრცის მიღმაა და რომლის მომხმარებლებიც ოდესღაც ადამიანები იყვნენ. XXI საუკუნეში მცხოვრები მეცნიერის კარლ მოქსის ერთი შეხედვით გიჟური იდეები სამყაროს აღსასრულის პირას მდგომმა ადამიანებმა გაიხსენეს და მატერიალურ ყოფაზე თავად თქვეს უარი.
წიგნის გადახედვა
obOle
₾9,00რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება…
წიგნის გადახედვა
The Literature Express
₾4,90„ლიტერატურული ექსპრესი“ ექსპერიმენტული მატარებელია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს, მგზავრები კი ევროპელი, მათ შორის, ქართველი მწერლებიც არიან. მოგზაურობის ორგანიზატორების აზრით, ლიტერატურული ექსპრესის თითოეულ მგზავრს ქალაქიდან ქალაქში უთავბოლო ხეტიალი შთაგონებას მოუტანს. ასეცაა: ზოგისთვის ეს მატარებელი ახალი წიგნის დასაწერი იმპულსი ან უკვე დაწერილის პოპულარიზაციის საშუალებაა, ზოგისთვის კი – საკუთარი ცხოვრების გადაფასება ან უბრალოდ, მშვენ იერი ქალის დევნა…
წიგნის გადახედვა
The Navigator
₾4,50ლაშა ბუღაძის პიესა – „ნავიგატორი“ – ტრაგიკომედიაა, რომელიც ადამიანის გაუცხოებასა და მარტოობაზე მოგვითხრობს. რადიოპიესის ფორმით დაწერილი დრამის აბსურდულობამდე მისული, ამავდროულად, რეალური სიუჟეტი დინამიკურად ვითარდება და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე.
წიგნის გადახედვა
Жевательные рассветы: без сахара
₾5,00«Реальность уже давно разрушена, из ее щелей каждый день сочится хаос… Машиах обязательно должен умереть, это мой стиль. Лишь такая смерть способна порождать революции. К тому же, аватары могут умереть, но геймеры никогда не умирают».