შესავალი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს სულაკაურის გამომცემლობაში!
შპს სულაკაურის გამომცემლობა („ჩვენ“ ან „ჩვენი“) მართავს sulakauri.ge-ს (ქვემოთ მოხსენიებულია, როგორიც „მომსახურება“).
ჩვენი უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს ვებგვერდზე sulakauri.ge თქვენს შესვლას და განმარტავს, როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და ვამჟღავნებთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ მაშინ, როდესაც ჩვენი მომსახურებით სარგებლობთ.
თქვენგან მიღებულ ინფორმაციას მომსახურების გაწევისა და მისი გაუმჯობესების მიზნით ვიყენებთ. მომსახურების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებას უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის მოცემული პოლიტიკის შესატყვისად. თუკი განსხვავებული რამ არ არის მითითებული მოცემული უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის პოლიტიკით, მასში გამოყენებულია იგივე ტერმინები, რომლებსაც შეხვდებით ჩვენს სამომხმარებლო შეთანხმებაში.
ჩვენი სამომხმარებლო შეთანხმების წესები და პირობები („წესები“) განსაზღვრავს ჩვენი მომსახურების ყველა სახით გამოყენებას და უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად წარმოადგენს თქვენს შეთანხმებას ჩვენთან („შეთანხმება“).
განმარტებები
მომსახურება
ნიშნავს ვებგვერდს test.sulakauri.edu.ge, რომელსაც მართავს შპს სულაკაურის გამომცემლობა.
პერსონალური ინფორმაცია
ნიშნავს მონაცემებს ცოცხალი პიროვნების შესახებ, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია ამ ინფორმაციის მეშვეობით (ან ამ და სხვა ინფორმაციის მეშვეობით, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია, ან შესაძლოა ჩვენს განკარგულებაში აღმოჩნდეს).
ტექნიკური ინფორმაცია
ავტომატურად გროვდება მომსახურების გამოყენების დროს ან საკუთრივ მომსახურების ინფრასტრუქტურის წყალობით (მაგალითად, ვებგვერდს რამდენი ხანი სტუმრობდა მომხმარებელი).
მზა ჩანაწერები
პატარა ფაილებია, რომლებიც ინახება თქვენს მოწყობილობაზე (კომპიუტერზე ან მობილურ ტელეფონზე).
მონაცემთა მაკონტროლებელი
აღნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც (დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ან ერთობლივად) განსაზღვრავს, რა მიზნებითა და რა სახით მუშავდება ან უნდა დამუშავდეს ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. მოცემული უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის პოლიტიკისთვის ჩვენ ვართ თქვენი პერსონალური მონაცემების მაკონტროლებელი.
მონაცემთა დამმუშავებლები
ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ამუშავებს მონაცემებს მონაცემთა მაკონტროლებლის სახელით. თქვენი მონაცემების უფრო ეფექტიანად დამუშავებისთვის შესაძლოა გამოვიყენოთ სერვისის სხვადასხვა პროვაიდერის/მიმწოდებლის მომსახურება.
მონაცემთა სუბიექტი
ნებისმიერი ცოცხალი პიროვნებაა, რომელიც პერსონალური ინფორმაციის სუბიექტს წარმოადგენს.
მომახმარებელი
ის პირია, რომელიც ჩვენს მომსახურებას იყენებს. მომხმარებელი შეესატყვისება მონაცემთა სუბიექტს, რომელიც პერსონალური ინფორმაციის სუბიექტია.
მონაცემთა შეგროვება და გამოყენება
ჩვენ ვაგროვებთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას განსხვავებული მიზნებისთვის, რათა მოგაწოდოთ ჩვენი მომსახურება და გავაუმჯობესოთ ის.
შეგროვებულ მონაცემთა ტიპები
პერსონალური ინფორმაცია
ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას შესაძლოა გთხოვოთ გარკვეული სახის პიროვნების ვინაობის განმსაზღვრელი პერსონალური მონაცემები, თქვენთან დასაკავშირებლად ან თქვენი ვინაობის დასადგენად შესაძლო გამოყენებისთვის („პერსონალური ინფორმაცია“). პიროვნების ვინაობის განმსაზღვრელი ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებს და არა მხოლოდ მათ:
0.1. ელფოსტის მისამართი
0.2. სახელი და გვარი
0.3. ტელეფონის ნომერი
0.4. მისამართი, ქვეყანა, შტატი, რეგიონი, საფოსტო ინდექსი, ქალაქი
0.5. ქუქი-ფაილები და ინფორმაცია საიტის მოხმარების შესახებ
პერსონალურ ინფორმაციას ვიყენებთ, რათა მოგაწოდოთ საინფორმაციო ბიულეტენები, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალები და თქვენთვის საინტერესო სხვა ინფორმაცია. შეგიძლიათ უარი თქვათ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს ან ყველას მიღებაზე, რისთვისაც ჩვენთან ურთიერთობას წყვეტთ გამოწერის გაუქმების ბმულზე გადასვლით.
ტექნიკური ინფორმაცია
ჩვენ შეგვიძლია ასევე შევაგროვოთ ინფორმაცია, რომელსაც აგზავნის თქვენი ბრაუზერი ჩვენი მომსახურებით სარგებლობის დროს ან როდესაც მომსახურებასთან წვდომა გაქვთ ნებისმიერი მოწყობილობით ან ნებისმიერი მოწყობილობის გავლით („ტექნიკური ინფორმაცია“).
ტექნიკური ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ-პროტოკოლის მისამართი (ანუ IP მისამართი), ბრაუზერის ტიპი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი მომსახურების გვერდები, რომლებსაც ეწვიეთ, საიტზე თქვენი შემოსვლის დრო და თარიღი, ჩვენი საიტის გვერდებზე გატარებული დრო, მოწყობილობის უნიკალური ინდეტიფიკატორები და სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები.
როდესაც თქვენი მოწყობილობით ჩვენი მომსახურების მისაღებად ერთვებით, აღნიშნული ტექნიკური ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობის ტიპი, თქვენი მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი, თქვენი მოწყობილობის ინტერნეტ-პროტოკოლის მისამართი, თქვენი მოწყობილობის ოპერაციული სისტემა, თქვენ მიერ გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის უნიკალური ინდეტიფიკატორები და სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები.
ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ
ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ და შევინახოთ ინფორმაცია თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ, თუკი ამის ნებართვას მოგვცემთ („ლოკაციური ინფორმაცია“). აღნიშნულ ინფორმაციას ვიყენებთ ჩვენი მომსახურების ფუნქციათა შემოთავაზებისა და ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებისთვის, მომხმარებლის საჭიროებებზე მოსარგებად.
როდესაც ჩვენი მომსახურებით სარგებლობთ, თქვენი მოწყობილობის პარამეტრების დახმარებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სერვისები.
თვალსადევნებელი მზა ჩანაწერები
მზა ჩანაწერებსა და სხვა თვალსადევნებელ ტექნოლოგიებს ვიყენებთ, რათა თვალი მივადევნოთ ჩვენი მომსახურების აქტიურობას და გარკვეული ტიპის ინფორმაციას ვინახავთ.
მზა ჩანაწერები ფაილებია მცირე მოცულობის მონაცემებით, რომლებიც შესაძლოა მოიცავდეს ანონიმურ უნიკალურ იდენტიფიკატორს. მზა ჩანაწერები ვებგვერდიდან თქვენს ბრაუზერზე იგზავნება და ინახება თქვენს მოწყობილობაზე. გამოიყენება სხვა თვალმისადევნებელი ტექნოლოგიებიც, როგორიცაა „შუქურები“, ტეგები და სკრიპტები/სცენარები ინფორმაციის შეგროვებისა და თვალის მისადევნებლად, ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებისა და ანალიზის მიზნით.
თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ თქვენს ბრაუზერს, არ მიიღოს ქუქი-ფაილები ან მიუთითოთ, როდის გაიგზავნოს ისინი. თუმცა, თუ უარს იტყვით ქუქი-ფაილების მიღებაზე, ვერ შეძლებთ ჩვენი მომსახურების ზოგიერთი ნაწილის მიღებას.
იმ მზა ჩანაწერების მაგალითები, რომლებსაც ვიყენებთ:
0.1. სესიური მზა ჩანაწერები: სესიურ ქუქი-ფაილებს ჩვენი მომსახურების მართვისთვის ვიყენებთ.
0.2. უპირატესობის მზა ჩანაწერები: უპირატესობის მზა ჩანაწერებით ვიმახსოვრებთ, რას ანიჭებთ უპირატესობას და რა პარამეტრები გამოიყენეთ.
0.3. უსაფრთხოების მზა ჩანაწერები: უსაფრთხოების მიზნებით ვიყენებთ უსაფრთხოების მზა ჩანაწერებს.
0.4. სარეკლამო მზა ჩანაწერები: სარეკლამო ქუქი-ფაილები გამოიყენება თქვენი და თქვენი ინტერესების შესატყვისი რეკლამის შემოთავაზებისთვის.
სხვა მონაცემები
ჩვენი მომსახურების გამოყენების დროს შესაძლოა ასევე შევაგროვოთ შემდეგი ინფორმაცია: თქვენი სქესი, ასაკი, დაბადების წელი, დაბადების ადგილი, საპასპორტო მონაცემები, მოქალაქეობა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი (სამსახურის, მობილური), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დეტალები, შრომითი კვალიფიკაცია, პროფესიული ტრენინგი, შრომითი ხელშეკრულებები, გაუთქმელობის შეთანხმება, ინფორმაცია ბონუსებისა და კომპენსაციების შესახებ, ოჯახური მდგომარეობა, ოჯახის წევრები, სოციალური დაზღვევის (ან გადასახადის გადამხდელი საინდენტიფიკაციო სხვა ინფორმაცია) ნომერი, სამსახურის ადგილმდებარეობა და სხვა მონაცემები.
მონაცემების გამოყენება
შპს სულაკაურის გამომცემლობა შეგროვებულ მონაცემებს იყენებს სხვადასხვა მიზნით:
0.1. ჩვენი მომსახურების მიწოდებისა და უზრუნველყოფისთვის;
0.2. ჩვენს მომსახურების პირობებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის თქვენთვის შესატყობინებლად;
0.3. ჩვენი მომსახურების ინტერაქტიურ ფუნქციებში თქვენი მონაწილეობის დასაშვებად, თუკი თავად მოისურვებთ;
0.4. მომხმარებლების დასახმარებლად;
0.5. ანალიზის ან ღირებული ინფორმაციის შესაგროვებლად, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება;
0.6. ჩვენი მომსახურების გამოყენების მონიტორინგისთვის/მეთვალყურეობისთვის;
0.7. ტექნიკური პრობლემების აღმოჩენის, თავიდან აცილებისა და გამოსწორებისთვის;
0.8. ნებისმიერი სხვა მიზნისთვის გამოსაყენებლად, რისი განხორციელებისთვისაც გვაწვდით ინფორმაციას;
0.9. ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად და ჩვენი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც გამომდინარეობს ჩვენსა და თქვენ შორის დადებული შეთანხმებებიდან, ანგარიშსწორებისა და ინკასოს ჩათვლით;
0.10. თქვენი ანგარიშის და/ან გამოწერის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის, ვადის ამოწურვის და განახლების შესახებ შეტყობინების, ელფოსტით მისაღები მითითებების და ა.შ. ჩათვლით;
0.11. თქვენთვის ინფორმაციის გასაზიარებლად ახალი ამბების, სპეციალური შეთავაზებებისა და შემოთავაზებული სხვა პროდუქციის, მომსახურებათა და მოვლენების შესახებ, რომლებიც ანალოგიურია თქვენგან უკვე შეძენილის ან მოთხოვნილის, იმ შემთხვევის გამოკლებით, თუ მსგავსი ინფორმაციის მიღებაზე უარს ამბობთ;
0.12. ნებისმიერი სხვა გზით, რომელიც შეგვიძლია აღვწეროთ, როდესაც ინფორმაციას გვაწვდით;
0.13. თქვენი თანხმობით, ნებისმიერი სხვა მიზნისთვის.
მონაცემთა შენახვა
თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შევინახავთ მხოლოდ იმდენი ხნით, რაც საჭიროა მოცემულ უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის. პერსონალურ მონაცემებს შევინახავთ და გამოვიყენებთ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების (მაგალითად, თუკი ვალდებულნი ვართ შევინახოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად) დასაცავად, დავების გადასაჭრელად და ჩვენი კანონიერი შეთანხმებებისა და საქმიანობის სისრულეში მოსაყვანად.
ჩვენ ასევე შევინახავთ ტექნიკურ ინფორმაციას შიდა ანალიზის მიზნით. ტექნიკური ინფორმაცია, ძირითადად, უფრო ხანმოკლე დროით ინახება, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება უსაფრთხოების გასაძლიერებლად ან ჩვენი მომსახურების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, ან კანონის თანახმად, ვალდებულნი ვართ ხანგრძლივად შევინახოთ აღნიშნული ინფორმაცია.
ინფორმაციის გადაცემა
თქვენი ინფორმაცია, პერსონალური ინფორმაციის ჩათვლით, შეიძლება გადაეცეს – და შეინახოს – კომპიუტერებზე თქვენი შტატის, პროვინციის, ქვეყნის ან სხვა სახელმწიფოებრივი იურისდიქციის გარეთ, სადაც პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონები შესაძლოა განსხვავდებოდეს თქვენი იურისდიქციის ფარგლებში მიღებულისგან.
თუკი საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებით და ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება გადაწყვიტეთ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მონაცემებს, პერსონალური ინფორმაციის ჩათვლით, საქართველოში გადავცემთ და ვამუშავებთ.
თუ ეთანხმებით მოცემულ უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რასაც ემატება თქვენგან პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, ეს ნიშნავს თქვენს თანხმობას ამგვარი ინფორმაციის გადაცემაზეც.
შპს სულაკაურის გამომცემლობა ყველა აუცილებელ გონივრულ ნაბიჯს გადადგამს, რათა უსაფრთხოდ და უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის მოცემული პოლიტიკის შესატყვისად დაიცვას თქვენი მონაცემები, არ გადასცეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია ორგანიზაციას ან ქვეყანას, თუ ადგილზე დაცული არ იქნება შესაბამისი კონტროლი, თქვენი მონაცემებისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების ჩათვლით.
მონაცემთა გამჟღავნება
ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ან თქვენ გვაწვდით:
0.1. გამჟღავნება სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
ზოგიერთ გარემოებაში, შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, თუკი ამას გვავალდებულებს კანონი ან სახელმწიფო ორგანოების კანონიერი მოთხოვნა.
0.2. ბიზნესგარიგება.
თუკი ჩვენ ან ჩვენი შვილობილი კომპანიები ვმონაწილეობთ კომპანიათა შერწყმაში, აქტივების შეძენაში ან გაყიდვაში, შესაძლებელია თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემა.
0.3. სხვა შემთხვევები. თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გავუმჟღავნოთ ასევე:
0.3.1. ჩვენს შვილობილ კომპანიებსა და ფილიალებს;
0.3.2. კონტრაქტორებს, სერვისის მიმწოდებლებს/პროვაიდერებს და სხვა მესამე პირს, რომელსაც ჩვენი ბიზნესის მხარდაჭერისთვის ვიყენებთ;
0.3.3. თქვენი მითითებული მიზნის შესასრულებლად;
0.3.4. ჩვენს ვებგვერდზე თქვენი კომპანიის ლოგოს განსათავსებლად;
0.3.5. ნებისმიერი სხვა მიზნისთვის, რომელიც ჩვენ გამოვააშკარავეთ, როდესაც თქვენგან ინფორმაცია მივიღეთ;
0.3.6. თქვენი თანხმობით ნებისმიერი სხვა მიზნით;
0.3.7. თუკი მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია კომპანიის, ჩვენი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დასაცავად.
მონაცემთა უსაფრთხოება
თქვენი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით მონაცემთა გადაცემის ან ელექტრონულად შენახვის არცერთი მეთოდი 100%-ით უსაფრთხო არ არის. მართალია, ვცდილობთ კომერციულად მისაღები საშუალებები გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად, მაგრამ სრული უსაფრთხოების გარანტიას ვერ მოგცემთ.
სერვისის პროვაიდერები/მიმწოდებლები
ჩვენი მომსახურების დასახმარებლად შესაძლოა დავიქირავოთ მესამე პირი კომპანიების ან პიროვნებების სახით („სერვისის პროვაიდერები/მიმწოდებლები“), რათა მათ ჩვენი სახელით გაუწიონ მომსახურება, განახორციელონ მომსახურებასთან დაკავშირებული სერვისები ან დაგვეხმარონ ჩვენი მომსახურების გამოყენების ანალიზის პროცესში.
მესამე პირებს წვდომა აქვთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე მხოლოდ ჩვენი სახელით განსახორციელებელი ზემოთ აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად და ვალდებულნი არიან, არ გაამჟღავნონ ან გამოიყენონ ინფორმაცია სხვა მიზნით.
ინფორმაციის ანალიზი
ჩვენი მომსახურების მონიტორინგის/მეთვალყურეობის და ანალიზისთვის შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე პირი – სერვისის პროვაიდერები/მიმწოდებლები.
Cl/CD ინსტრუმენტები
ჩვენი მომსახურების სრულყოფის პროცესის ავტომატიზაციის მიზნით შესაძლოა მესამე პირი, სერვისის პროვაიდერების/მიმწოდებლები, გამოვიყენოთ.
ქცევითი რემარკეტინგი
მას შემდეგ, რაც ჩვენს მომსახურებას გამოიყენებთ, შესაძლოა რემარკეტინგის სერვისები გამოვიყენოთ მესამე პირის ვებგვერდებზე რეკლამისთვის. თქვენ მიერ წარსულში ჩვენი მომსახურების გამოყენების საფუძველზე, ჩვენ და ჩვენი მესამე პირი გამყიდველები ვიყენებთ მზა ფაილების ინფორმირების, ოპტიმიზაციისა და რეკლამების შეთავაზებისთვის.
გადახდები
მომსახურების ჩარჩოებში შეიძლება შემოგთავაზოთ ფასიანი პროდუქცია და/ან მომსახურება. ასეთ შემთხვევაში, გადახდის პროცესის უზრუნველყოფისთვის, ვიყენებთ მესამე პირის მომსახურებას (მაგ. საგადასახადო სისტემები).
ჩვენ არ ვინახავთ და არ ვაგროვებთ გადახდის დროს გამოყენებული ბარათის მონაცემებს. აღნიშნულ ინფორმაციას პირდაპირ იყენებს მესამე პირი საგადასახადო სისტემების სახით, რომლებიც თქვენს პერსონალურ ინფორმაციას საკუთარი უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად იყენებენ. აღნიშნული საგადასახადო სისტემების მოქმედება შეესაბამება საგადასახადო ბარათების ინდუსტრიის (PCI) უსაფრთხოების სტანდარტების საბჭოს დადგენილ საგადასახადო ბარათების ინდუსტრიის მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტს (PCI-DDS). ეს საბჭო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Visa, Mastercard, American Express. PCI-DDS სტანდარტები საგადასახადო ინფორმაციის უსაფრთხოდ დამუშავებას უზრუნველყოფს.
სხვა საიტების ბმულები
ჩვენი მომსახურება შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს სხვა საიტების, რომლებსაც ჩვენ არ ვმართავთ, მაგ, SoundCloud, YouTube და სხვა. თუ მესამე პირის საიტის ბმულს დააწკაპუნებთ, გადახვალთ მესამე პირის საიტზე. დაბეჯითებით გთხოვთ, გაეცანით ყველა საიტის უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელსაც სტუმრობთ.
მესამე პირი საიტების ან მომსახურებების შინაარსს, უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის პოლიტიკას ან მის განხორციელებას ჩვენ არ ვაკონტროლებთ და მათზე პასუხისმგებლობას არ ვიღებთ.
არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობა
ჩვენი მომსახურება არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის („ბავშვი“ ან „ბავშვები“).
შეგნებულად არ ვაგროვებთ პიროვნების მაინდენტიფიცირებელ ინფორმაციას 18 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ. თუ შეიტყვეთ, რომ ბავშვმა საკუთარი პერსონალური ინფორმაცია გადმოგვცა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. თუ შევიტყვეთ, რომ მშობლების თანხმობის გარეშე შევაგროვეთ ბავშვის პერსონალური ინფორმაცია, სათანადო ნაბიჯებს ვდგამთ ამგვარი ინფორმაციის ჩვენი სერვერებიდან წასაშლელად.
ცვლილებების შეტანა მოცემულ უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
დროდადრო შესაძლოა განვაახლოთ ჩვენი უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ამ გვერდზე უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის ახალი პოლიტიკის გამოქვეყნების შესახებ შეგატყობინებთ.
ცვლილების ძალაში შესვლამდე შეგატყობინებთ ელფოსტით და/ან თვალსაჩინო შეტყობინებით ჩვენი მომსახურების შესახებ და ამ გვერდის თავში მითითებული მომსახურების/კონფიდენციალურობის პოლიტიკის ძალაში შესვლის თარიღი შეიცვლება.
სასურველია, დროდადრო თვალი გადაავლოთ უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის პოლიტიკას ცვლილებების გასაგებად. მოცემული უსაფრთხოების/კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება ძალაში შედის მისი ამ გვერდზე გამოქვენებისთანავე.
დაგვიკავშირდით
უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: support@test.sulakauri.edu.ge.