უკვე შეგიძლიათ გაეცნოთ და გატესტოთ „სტარტის“ ინტეგრირებული გაკვეთილის ონლაინ ვერსია, რომელიც შექმნილია სტარტი 1-ის ერთ-ერთი გაკვეთილის „მურაბის ქურდების“  საფუძველზე (გვ:43).

გაიარეთ გაკვეთილი მოსწავლეებთან და შვილებთან ერთად.

გაკვეთილის ბოლოს (უკუკავშირი) გთხოვთ შეავსოთ თანდართული ფორმა და დაგვიტოვოთ შეფასება. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

გაკვეთილის ონლაინ ვერსია მოიცავს რამდენიმე მოდულს:

  • ტექსტის წაკითხვა/გააზრება;
  • ქართული;
  • მათემატიკა;
  • ბუნება;
  • ხელოვნება;
  • მე და საზოგადოება
  • მასწავლებლის ან მშობლის შეფასება

თითოეული მოდული შედგება სხვადასხვა ტიპის დავალებისგან, რომლებიც შეგიძლიათ შეასრულოთ ონლაინ რეჟიმში:

  • ტესტების შევსება;
  • წინადადებების შედგენა;
  • გამოტოვებული სიტყვების ჩასმა;
  • ტექსტების ჩაწერა;
  • მათემატიკური მაგალითების ამოხსნა;
  • ხატვა;
  • ილუსტრაციების ერთმანეთთან თემატურად დაკავშირება.

სტარტი 1-ს ონლაინ ვერსია საშუალებას გაძლევთ ასევე იმუშავოთ კომბინირებულად, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული რესურსის გამოყენებით.

გაკვეთილები

მურაბის ქურდები

დავალება