უკვე შეგიძლიათ გაეცნოთ და გატესტოთ „სტარტის“ ინტეგრირებული გაკვეთილის ონლაინ ვერსია, რომელიც შექმნილია სტარტი 1-ის ერთ-ერთი გაკვეთილის „მურაბის ქურდების“ საფუძველზე (გვ:43).
გაიარეთ გაკვეთილი მოსწავლეებთან და შვილებთან ერთად.
გაკვეთილის ბოლოს (უკუკავშირი) გთხოვთ შეავსოთ თანდართული ფორმა და დაგვიტოვოთ შეფასება. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
გაკვეთილის ონლაინ ვერსია მოიცავს რამდენიმე მოდულს:
- ტექსტის წაკითხვა/გააზრება;
- ქართული;
- მათემატიკა;
- ბუნება;
- ხელოვნება;
- მე და საზოგადოება
- მასწავლებლის ან მშობლის შეფასება
თითოეული მოდული შედგება სხვადასხვა ტიპის დავალებისგან, რომლებიც შეგიძლიათ შეასრულოთ ონლაინ რეჟიმში:
- ტესტების შევსება;
- წინადადებების შედგენა;
- გამოტოვებული სიტყვების ჩასმა;
- ტექსტების ჩაწერა;
- მათემატიკური მაგალითების ამოხსნა;
- ხატვა;
- ილუსტრაციების ერთმანეთთან თემატურად დაკავშირება.
სტარტი 1-ს ონლაინ ვერსია საშუალებას გაძლევთ ასევე იმუშავოთ კომბინირებულად, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული რესურსის გამოყენებით.
გაკვეთილები
მურაბის ქურდები
დავალება
- ტექსტი და მისი გააზრება: მურაბის ქურდები
- ქართული: მონიშნე სწორი პასუხი
- ქართული: წინადადების შედგენა
- ქართული: სიტყვების ბარათები
- მათემატიკა: უპასუხე კითხვებს
- მათემატიკა: ამოხსენი ამოცანები
- ბუნება: დააკავშირე ნახატები და ფერები
- ბუნება: მონიშნე სწორი პასუხი
- ხელოვნება: სურათების მიმდევრობით დალაგება
- უკუკავშირი